Accentnews.ge
ელჩი: "არ მჯერა, რომ რუსეთი არის პოზიტიური გავლენის ძალა ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიებში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო სისტემას"

ელჩი: "არ მჯერა, რომ რუსეთი არის პოზიტიური გავლენის ძალა ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიებში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო სისტემას"

28/02/2024 11:18:10 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ მან საქართველოში წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებზე საუბრისას განაცხადა.

"რაც შეეხება კითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით, მინდა, ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ რუსეთი არის პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალა ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიებში. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან წამოსული დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის ნდობას დემოკრატიული სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო სისტემას. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი მიდიან საარჩევნო ყუთთან, მათი ხმა ფარულია, მათი ხმა მნიშვნელოვანია და მათი ხმა დაითვლება. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ ამის უზრუნველყოფისათვის და ასე გავაგრძლებთ მომავალშიც", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S