Accentnews.ge
ანტიამერიკული კამპანიის ახალი ტალღა საქართველოში და ელჩის პასუხი

ანტიამერიკული კამპანიის ახალი ტალღა საქართველოში და ელჩის პასუხი

28/02/2024 11:24:13 პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე ანტიამერიკული კამპანიის ფარგლებში ამჯერად ყურადღების ცენტრში აშშ–ის შიდა დოკუმენტი მოექცა, რომელსაც, ირკვევა, რომ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კერძოდ, დღეს თბილისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა შემდეგი კითხვით მიმართა: "მინდა, გკითხოთ, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოწოდებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ უმჯობესია თუ არ გამოვყოფთ გენდერს და "დედას" და "მამას" არ გამოვიყენებთ. უნდა გაიზიაროს თუ არა ეს საქართველომ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას აქვს პროპაგანდის ნიშნები?".

საპასუხოდ, დიპლომატმა აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი, რომელიც გენდერულად სენსიტიური ტერმინის გამოყენებას ეხება, საქართველოში ყურადღების საგანი გახდა.

"რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს, უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ აქ გამახვილებული ყურადღებით, რადგან ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი, რათა დაეხმაროს სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს, იყვნენ უფრო ინკლუზიურები. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქართულ ენას სქესის აღმიშვნელი ნაცვალსახელები არ აქვს, რაც ვფიქრობ, საინტერესოა", – განაცხად ელჩმა.

დანიგანმა ისიც აღნიშნა, რომ „ამაყი დედა, ცოლი და და არის“.

„ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ისეთი ლექსიკა, რომელიც სხვებს პატივისცემით ეპყრობა“, –დასძინა მან.

ქართულისგან განსხვავებით, ინგლისურში განსხვავებული ვითარებაა და თითქმის ყველა ნაცვალსახელი ადამიანის სქესსაც ასახავს. თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია, ნაცვალსახელი არ ემთხვეოდეს გენდერს, რომელსაც ადამიანი თავს მიაკუთვნებს.

რა დოკუმეტზეა საუბარი

ამერიკული მედიის ცნობით, ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს სთხოვა, "გენდერულად ნეიტრალური ლექსიკა შეძლებისდაგვარად გამოიყენონ, რათა ამით გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ გაუგებრობები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S