Accentnews.ge
პრეზიდენტი: ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით

პრეზიდენტი: ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით

28/02/2024 19:43:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით.

“საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი. და რუსეთია, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. გვაქვს გამოცდილება, ბევრის თქმა შეგვიძლია, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია.

ამ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობები, მათ შორის ამერიკელების. ეს მთავარი მიზანია ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია, როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს (ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია), მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება”, - თქვა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S