Accentnews.ge
პრეზიდენტი: ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში

პრეზიდენტი: ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში

28/02/2024 20:02:11 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ზურაბიშვილის დაკვირვებით, ჩინეთი უფრო აქტიური გახდება საქართველოში.

ზურაბიშვილმა ჩინური ინვესტიციების კონტექსტში ახსენა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება.

“ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში",– თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე:

"მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვრის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, პერსპექტივაში ყველას გვეხება. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.”.

მანამდე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება ერთმანეთს შეადარა, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს, ხოლო აშშ-ის შემცირებულს.

იხილეთ ასევე: რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S