Accentnews.ge
პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო

პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო

29/02/2024 05:22:25 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბისვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ლონდონში Chatham House-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, მას სურს სხვა ოპოზიციური პარტიები გააერთიანოს ევროპული პლატფორმის ირგვლივ.

"მე არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო. ზოგიერთს სურს, ეს გზა ავირჩიო, მაგრამ არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს", – განაცხადა მან.

პრეზიდენტის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ.

"დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ", - განაცხადა მან.

6 თებერვალს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“ - „მომავლის ქარტიას“. მან ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2024 წლის არჩევნებით. კერძოდ, თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს“, არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა, იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.

პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, გარდა პარტიისა "საქართველოსთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S