თინა ბოკუჩავა: ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება
29/02/2024 08:34:17 პოლიტიკა
"ივანიშვილის მმართველობის პირობებში ანტიდასავლური რიტორიკა არ შეიცვლება", – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, "ახალ პრემიერ-მინისტრს ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა".
ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ იმისათვის რომ ეს რიტორიკა შეიცვალოს აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება:
"აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობა დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს. ღრმად ვარ დარწმუნებულო, რომ ეს ასეც იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ მოვიღებთ კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოლიტიკური გულწრფელობა და დასავლეთისთვის ღიად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამ უღალატა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. თუმცა, აქვე ვისურვებდი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მას პირადად ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, იქნება ევროპული და შეისმენს უამრავ მოწოდებას, რომელსაც ვიღებთ ევროპული სტრუქტურებისგან პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე”.


