ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა
29/02/2024 13:09:33 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
"ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", .ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


