პრემიერი არ გამორიცხავს, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტის შემუშავებაში მთავრობაც ჩაერთოს
01/03/2024 08:27:04 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტის შემუშავებაში მთავრობაც ჩაერთოს.
"მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის“, - განაცხადა კობახიძემ.


