Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

01/03/2024 11:10:52 პოლიტიკა

ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის მოგვარება.

„პოლიტიკურად გაკოტრებული და ღირებულებების არმქონე ივანიშვილის პარტიას, რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი, ამიტომ ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან ცრუ საფრთხეზე, რომ შემდეგ ვითომ მისი აქტიურობით გადაჭრას ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არ არსებული პრობლემა. მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი სატკივარი დღეს არის ეკონომიკა, 96%-ით გაზრდილი ფასები და ის, რომ ასეთ პირობებში არ აქვთ შესაბამისი ხელფასები, მათ ამის გამო უწევთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება. ეს თუ არ შევაჩერეთ და ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოვასწორეთ, საქართველო დაიცლება ქართველებისაგან და ყველაფერი გვერდით დაგვრჩება! არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს”, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივის კომტირებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S