Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვამ რუსეთში "Панцирь С-1"–ზე წარმატებული დარტყმის შესახებ განაცხადა [ვიდეო]

უკრაინის დაზვერვამ რუსეთში "Панцирь С-1"–ზე წარმატებული დარტყმის შესახებ განაცხადა [ვიდეო]

01/03/2024 15:01:06 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის რაიონში წარმატებული შეტევა განხორციელდა სარაკეტო კომპლექს "Панцирь С-1"–ზე,– იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

უკრაინის დაზვერვამ რუსეთში "Панцирь С-1"–ზე წარმატებული დარტყმის შესახებ განაცხადა [ვიდეო]

ამავე ცნობის მიხედვით, შეტევა 29 თებერვალს ბელგოროდის რაიონის სოფელ გოლოვჩინოს მახლობლად განხორციელდა, თუმცა გამოყენებული იარაღი არ დაუკონკრეტებია.

„დარტყმის შემდეგ "Панцирь"–ი მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო ეკიპაჟი დაზიანდა – დაშავდა ორი რუსი ოკუპანტი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ასეთი სამხედრო ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია.

რუსეთს კომპლექსის დაზიანებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

"Панцирь С-1" არის რუსული თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია სამხედრო ობიექტების საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 691 საჰაერო თავდაცვის სისტემა დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S