Accentnews.ge
ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

01/03/2024 19:23:05 პოლიტიკა

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება.

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად", - ამბობს დათუნაშვილი ფეისბუქ–გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

მანამდე დათუნაშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გვარამია ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გარხდა ევროპის ჩემპიონი. თუმცა კარიერის სერბეთში გაეგრძელების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S