ირაკლი ღარიბაშვილი – "რესპუბლიკურზე": შეიცვალა ვითარება
02/03/2024 15:28:02 პოლიტიკა
„მე სხვა პიროვნება ვარ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გეგმასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც - მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა“, - უპასუხა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
2023 წლის 22 იანვარს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოს შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენებულიყო.
ირაკლი კობახიძემ პრემიერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გადაწყვეტილება – ახალი ენობის აშენებამდე საავადმყოფო ძველ შენობაში იფუნქციონირებს.


