Accentnews.ge
ზურაბ აზარაშვილი: 30 წელში შეუძლებელი რეფორმების განხორციელება 2 წელიწადში შევძელით

ზურაბ აზარაშვილი: 30 წელში შეუძლებელი რეფორმების განხორციელება 2 წელიწადში შევძელით

04/03/2024 08:46:44 პოლიტიკა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ "პოსტს" აქვეყნებს და თანამდებობაზე ყოფნის საქმიანობას აჯამებს.

აზარაშვილმა ექს–პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით „გახდა შესაძლებელი სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება”.

მისი თქმით, მაშინ, როცა ის მინისტრად დაინიშნა, „ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები”.

აზარაშვილი სხვადასხვა პროექტზე საუბრობს, რომლებსაც იგი წარმატებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „საამაყო გუნდთან ერთად შეძლო, ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დაეწერა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S