Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს, ჩვენ მზად ვართ, მასთან შევქმნათ კოალიცია

ლევან ხაბეიშვილი: მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს, ჩვენ მზად ვართ, მასთან შევქმნათ კოალიცია

04/03/2024 12:00:04 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია კოალიციას იმ ოპოზიციონერ პარტიასთან ჩამოაყალიბებს, რომელსაც ხალხი მანდატს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცემს.

„თქვენ რომ გესმოდეთ ეს კარგად, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ წყვეტს ვისთან გააკეთებს კოალიციას. ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს. მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს ჩვენ მზად ვართ მასთან შევქმნათ კოალიცია. უკეთ როგორ გიპასუხოთ, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. თქვენ გინდათ, რომ მე ვიმკითხაო და გპასუხობთ პრაქტიკაში როგორ მოხდება. ჩვენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ვართ და იმ ხალხთან ჩამოვაყალიბებთ კოალიციას, ვისაც ხალხი აირჩევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S