სალომე ზურაბიშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
04/03/2024 14:30:28 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, შეხვედრა შეეხო ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის” ინიციატივას:
"მხარეებმა განიხილეს როგორც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის საჭიროება, ასევე, არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა".


