Accentnews.ge
ნიკა მელიამ მისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა

ნიკა მელიამ მისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა

04/03/2024 19:00:08 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა მელიამ მისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა.

"2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.

მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - აცხადებს მელია.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი 4 "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეკუთვნოდა.

ნიკა მელიამ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას" და აფუძნებდა ახალ პარტიას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S