Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ჯანდაცვის მინისტრობა ჯერ–ჯერობით არც ერთი ადამიანისთვის შემითავაზებია

ირაკლი კობახიძე: ჯანდაცვის მინისტრობა ჯერ–ჯერობით არც ერთი ადამიანისთვის შემითავაზებია

05/03/2024 08:10:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერ–ჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.

მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებზე კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

„რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გაათავისუფლა თუ არა თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ ბარნაბიშვილი „ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და ამაზე განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S