Accentnews.ge
პრემიერი – საკადრო ცვლილებებზე: ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე

პრემიერი – საკადრო ცვლილებებზე: ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე

05/03/2024 08:28:57 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ამის შესახებ მან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განცახდა.

მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

„რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არც ერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია. გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გაათავისუფლა თუ არა თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ ბარნაბიშვილი „ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და ამაზე განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს”.

მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებზე კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S