Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იქნება დაძლეული

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იქნება დაძლეული

05/03/2024 09:09:22 პოლიტიკა

ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვეტო დაძლეული იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება. თუმცა, ეს ვეტო, კიდევ ერთხელ, ვერ შეუქმნის, რა თქმა უნდა, პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს ზუსტად სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S