Accentnews.ge
თაკო ჩარკვიანი: დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო და  ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი?

თაკო ჩარკვიანი: დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო და  ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი?

05/03/2024 11:34:40 პოლიტიკა

აქ ბრძანეს, უცხოური დაფინანსება ცუდიაო და რუსული დაფინანსება როგორია? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სჯობს პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ქილიკს თავი დაანებონ.

„დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? და ოჯახები რომ ყვავის და იმით, რომ საკუთარ შვილებს კვებავენ, ეს სირცხვილი არ არის? საზიზღრობა არ არის? შეერგება ეგეთი ფული ვინმეს? რომელ უცხოურ დაფინანსებაზე ვლაპარაკობთ, არ ვიცით რაც ხდება?! ორი კაპიკით რომ მოვიდნენ და სასახლეები რომ აქვთ წამოჭიმული, რის ხარჯზე ხდება საქართველოში? სად იშოვება ამ ქვეყანაში მილიონები? სად? რა საწარმოებია ამ 12 წლის განმავლობაში გაკეთებული? რა ფული ამოაქვთ იქიდან ბიზნესმენებს? მე ეს არ მესწავლება, ძალიან კარგად ვიცი, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ამიტომ კი ნუ ვექილიკებით ერთმანეთს, რაღაც ნორმალური ქვეყანა დავტოვოთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S