Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე

გერმანიის ელჩი: ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე

05/03/2024 11:38:25 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერის განცხადებით, მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესს სწრაფად მიაღწიოს.

„მთავარია, საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესს მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის: 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის მიმართავს და აღნიშნავს, რომ 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რეფორმების პროცესის წარმართვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S