Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდილი როლი

საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდილი როლი

05/03/2024 11:57:17 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისლანდიელ კოლეგა გუდნი იოჰანესონთან შეხვედრისას, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა. ამის შესახებ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ იოჰანესონთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს პერიოდი ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ბედი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესიის და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ.

ისლანდია, როგორც NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციის გამყარებული მიზანია ალიანსში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების. ერთად განვიხილეთ ამ მხრივ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი.

ვრცლად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და სტრატეგიული გამოწვევა - ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენენ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით",– განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

გუდნი იოჰანესონი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. იოჰანესონი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S