Accentnews.ge
ისლანდიის პრეზიდენტი: ჩვენ გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ

ისლანდიის პრეზიდენტი: ჩვენ გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ

05/03/2024 12:05:49 პოლიტიკა

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადონ. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ.

ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. რომ ძალა არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია დღევანდელ მსოფლიოში. შესაბამისად, ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ“, - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.

გუდნი იოჰანესონი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. იოჰანესონი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S