ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა
05/03/2024 12:33:54 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
"მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: მანამდე ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
დღეს დილით კობახიძემ დააანონსა, რომ ბარნაბიშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.


