"მივდივარ პოზიციიდან"– აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე შვილის დაკავების შემდეგ
05/03/2024 18:28:24 პოლიტიკა
"ვწერ განცხადებას და მივდივარ", - წერს სოციალურ ქსელში აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე თამარ გუდავა. მანამდე მედია წერდა, რომ მისი 20 წლის შვილი დღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გუდავა ამბობს, რომ ვითარებაში გარკვევას ცდილობს.
“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა, იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,” - წერს თამარ გუდავა.


