Accentnews.ge
რუსეთი ქართულ ღვინოზე საიმპორტო  შეღავათების გაუქმებას გეგმავს

რუსეთი ქართულ ღვინოზე საიმპორტო შეღავათების გაუქმებას გეგმავს

06/03/2024 07:18:23 პოლიტიკა

რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია (ABBP) სახელმწიფო სათათბიროს ქართულ ღვინოზე იმპორტის გადასახადის კუთხით მოქმედი საშეღავათო რეჟიმის გაუქმების წინადადებით მიმართავს.

გარდა ამისა, რუსი მეღვინეები NATO-ს წევრი ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოზე იმპორტის გადასახადის 200%-ით გაზრდას ითხოვენ, - განუცხადა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა "რია-ნოვოსტის" ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოდნიკოვმა.

ცნობისთვის: გასული წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაზარდა "არამეგობრული ქვეყნების" ღვინის საიმპორტო გადასახადი 12,5%-დან 20%-მდე. ეს ახალი ნორმა გასული წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში, მოგვიანებით კი 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. თუმცა მაშინ საქართველო "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალში არ ფიგურირებდა.

რუსეთი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ქართველი მეღვინეების პროდუქციისთვის და საქართველო რუსეთში ღვინის მიწოდების მოცულობების კუთხით ლიდერ ქვეყნებს შორის მესამეა. მიმდინარე წლის პირველ თვეებში საქართველომ საგარეო ბაზრებზე ღვინის მიწოდების კუთხით რეკორდი დაამყარა, - განაცხადა მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. ამასთან, ექსპორტის თითქმის 80% რუსეთზე მოვიდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 16,7 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.

რუსეთი ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზარს წარმოადგენდა 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე, თუმცა 2006 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ პუტინმა რუსეთში ქართული ღვინის შეტანაზე ემბარგო დააწესა. ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა, თუმცა მისი მკვეთრი ზრდა დაიწყო 2022 წლიდან - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მასშტაბური სანქციები დაუწესა. თბილისი ამ სანქციებს ამ დრომდე არ მიერთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S