Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად

აშშ–ის ელჩი: საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად

06/03/2024 07:56:16 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად. ამის შესახებ მან „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დპლომატის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე.

„მინდა, შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას – საქართველოს და იმ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელსაც ქართველები და ამერიკელები იზიარებენ. მე ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ვიზიარებთ, ფესვგადგმულია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულში - დემოკრატიის საკვანძო ელემენტებში. ის ფესვგადგმულია რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასე მოვიქცეთ, ბევრი შრომითა და თავდადებით შევძლებთ უკეთესი სამყაროს დატოვებას ჩვენი შვილებისთვის. ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ამ მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ. საქართველომ უკვე მიაღწია შესანიშნავ პროგრესს ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ეს აღიარებულ იქნა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია გარდაუვალია.

ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მიერ და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი. საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად. საზოგადოების ყველა სეგმენტის მხრიდან საჭირო იქნება ამაში საკუთარი როლის შესრულება, ევროკავშირის წევრობის მიზნის მისაღწევად საზოგადოების მხრიდან გაერთიანება იქნება საჭირო. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს ამის გაკეთებას და მიზნამდე მიღწევას. ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, როდესაც თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს პარტნიორი, ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, რობინ დანიგანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S