Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე – "ლგბტ პროპაგანდის" კანონზე: ქვეყანაში არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ სამშობლოს დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

პაატა მანჯგალაძე – "ლგბტ პროპაგანდის" კანონზე: ქვეყანაში არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ სამშობლოს დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

06/03/2024 09:22:12 პოლიტიკა

"საქართველოში არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ სამშობლოს დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება", – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონს.

მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, იგი პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და მიიყვანოს ბოლომდე. როცა კანონპროექტი ექნება დასრულებული, მე პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სხვანაირად. „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: მმართველი პარტია აცხადებს, რომ ორ კვირაში მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S