შალვა პაპუაშვილი - გერმანიის პარლამენტში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტზე: "იმედია, ამაზე განმარტებები იქნება"
06/03/2024 11:36:58 პოლიტიკა
"იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტს.
მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამარტება გაკეთდება.
"როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ მძიმე გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს მედიაში გავრცელდა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტის ამსახველი ფოტოები.


