პრეზიდენტი: ახალი პრემიერი ჩავიდა ბრიუსელში, პირველ რიგში, ღებულობს ევროკავშირის ელჩებს, ყველა გრძნობს, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ გაპატიებს
06/03/2024 16:25:51 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველა გრძნობს, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ არავის აპატიებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი დაინტერესდა, "ხედავს თუ არა პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ინტერესების თანხვედრას", რაზეც ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ვხედავ, რომ არის რაღაცა ნიშნები, რომელიც შეიძლება, იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს, პირადი მენტალობის თანხვედრები. შეიძლება, ბევრი რამე იყოს, მაგრამ ეს ჩემის საკითხი არ არის. მე ვარ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე და საზოგადოება არ დაუშვებს პრორუსულ მთავრობას, ძალაუფლებას, მმართველ პარტიას თუ ეს იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერავინ ვერ ბედავს. ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენელებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ. იგი ჩავიდა სად? ბრიუსელში. იგი პირველ რიგში, ღებულობს ევროკავშირის ელჩებს. მას დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა პარტიის თავმჯდომარის რანგში. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა, რეალურად ყველა გრძნობს, მით უმეტეს არჩევნების პერიოდში, რომ არავინ არ გაპატიებს პრორუსულობას ამ ქვეყანაში".


