პრეზიდენტი – სააკაშვილის შეწყალებაზე: ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან მოდის წინადადებები, ზეწოლები
06/03/2024 17:34:22 პოლიტიკა
"ჩარევები ამ საკითხში არ "მოსულა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრაზე, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას - არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება - ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არც ერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ "მოსულა". ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, “მაგრამ” არ არსებობს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
“არ ყოფილა , არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”.


