Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: არჩევნებში ჩვენ ხმების დაახლოებით 40%-ს ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში

პაატა მანჯგალაძე: არჩევნებში ჩვენ ხმების დაახლოებით 40%-ს ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში

07/03/2024 08:30:05 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში “გამარჯვების პლატფორმა”, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" აერთიანებს, ხმების დაახლოებით 40%-ს აიღებს.

„ჩვენ [“გამარჯვების პლატფორმა”] ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა მან.

კითხვაზე, რაზე დაყრდნობით პროგნოზირებს ხსენებულ მაჩვენებელს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ "2018 წელს 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S