Accentnews.ge
სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტზე: არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება

სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტზე: არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება

07/03/2024 08:52:31 პოლიტიკა

"არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება",- ასე ეხმანება„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“.

„პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა. მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს. თუ მის მიმართ საქართველოს სასამართლო იყო უსამართლო, თუ ის თვითონ ყველა საჯარო საერთაშორისო ტრიბუნას იმის სასაუბროდ იყენებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის, ოლიგარქი მართავს ქვეყანას, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო სასამართლო სამართლიანი? ან მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? ძალიან მარტივი კითხვაა, ქალბატონო პრეზიდენტო. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

„არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ „მოსულა“, - განაცხადა გუშინ ზურაბიშვილმა ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S