Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტისას ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტისას ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

07/03/2024 10:55:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას ოდესაზე თავდასხმა „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია“, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ბერძნული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S