სანდუ – მაკრონს: თუ არ მოხერხდება რუსეთის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა, მათ შორის თქვენთან
07/03/2024 17:19:19 პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ შეჩერდება და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„თუ არ მოხერხდება აგრესორის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო და უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან. ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული", – განაცხადა სანდუმ.
თავის მხრივ, მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


