შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა
08/03/2024 07:48:43 პოლიტიკა
შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა.
შაყულაშვილი აცხადებს, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერია. როგორც იგი ამბობს, თანამდებობის დატოვება პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.
"ველაპარაკე, რომ მინდა წასვლა-მეთქი და უახლოეს მომავალში დავწერ, ალბათ, განცხადებას. დავიღალე რა, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ და მინდა კერძო სექტორში გადავიდე და გავაგრძელო იქ მოღვაწეობა ჩემი თავისთვის, ჩემთვის", – განაცხადა მან "მთავარ არხთან" საუბრისას.
ცნობისთვის: მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა.


