Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაზე“: რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს

პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაზე“: რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს

08/03/2024 08:41:01 პოლიტიკა

ქართულ ოცნებას“ ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რომ რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს. ასეთია მათი ბუნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის წახალისება იმისა, რომ მმართველმა პარტიამ „უფრო ეფექტურად ძარცვოს ხალხი“.

„შესაბამისად, კარგი ღონისძიება იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ხალხის სამსახურშია, მაგრამ „ქართული ოცნება“, რომელიც ხალხის სამსახურში კი არ არის, არამედ ივანიშვილის სამსახურშია, ივანიშვილის კლანი მდიდრდება და ხალხი ღარიბდება, ამ პირობებში, ეს არის ამათი დამატებით წახალისება, რომ უფრო კარგად და ეფექტურად ძარცვონ ხალხი. ეს არანაირ ეფექტს მოიტანს, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი არის მთავრობაში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ამავე თემაზე: პრემიერი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასის ზრდის აუცილებლობას, მათ შორის კორუფციის რისკებს უკავშირებს: "ადამიანი არის მიდრეკილი ცდუნებისკენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S