Accentnews.ge
ნიკა გვარამიას გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება

ნიკა გვარამიას გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება

08/03/2024 15:38:34 პოლიტიკა

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს "ახალი" ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება.

ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელით გაავრცელა ერთობლივი ფოტო მინაწერით: „გამარჯობა ახალო“.

მაია კოპალეიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მუშაობდა საჯარო სექტორში, იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე. კითხულობს ლექციებს სამართალში, არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი. ის წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც განიხილა პრეზიდენტის მიერ მთავრობის უნებართვოდ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების კონსტიტუციურობის საკითხი.

გვარამიამ ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა და თქვა, რომ პოლიტიკური პროექტი, რომელშიც თავად აღმოჩნდება, "ახალ ადამიანებზე" იქნება დაფუძნებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S