Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

11/03/2024 06:06:36 პოლიტიკა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის რიგით მეოთხე მინისტრია.

1 მარტს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S