Accentnews.ge
პრემიერი – კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟზე: ყველაფერს აქვს პლუს-მინუსები, ღობის არარსებობას მეტი პლუსი აქვს

პრემიერი – კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟზე: ყველაფერს აქვს პლუს-მინუსები, ღობის არარსებობას მეტი პლუსი აქვს

11/03/2024 06:25:48 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი.

"იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს- მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს მინუსები, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, რომ 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ, რაც არასწორია".

"ერთადერთი დამატებითი ხარჯი რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში, შესაბამისად 200 000 ლარის გაფლანგვა, არის ყალბი ინფორმაცია", -განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S