Accentnews.ge
რა საკადრო ცვლილებები განახორციელა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობაში

რა საკადრო ცვლილებები განახორციელა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობაში

11/03/2024 07:01:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მონისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ განაცხადა.

გთავაზობთ დღეს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს:

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. იგი მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.
  • მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე გახდა.
  • პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია დაინიშნა. მას რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
  • პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. იგი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლის ბოლოდან იყო. იგი "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S