Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩაანაცვლა სხვა კადრით ზურაბ აბაშიძე

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩაანაცვლა სხვა კადრით ზურაბ აბაშიძე

11/03/2024 07:45:36 პოლიტიკა

"ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ზურაბ აბაშიძეს მადლობა გადაუხადა:

„მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს. ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით“.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია დაინიშნა. მას რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. იგი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლის ბოლოდან იყო. იგი "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S