მანჯგალაძე: ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი მაღალჩინოსანი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და შემდეგ – ევროპელებს
11/03/2024 08:03:53 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ევროკავშირსა და გერმანიაში საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ "კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს უნდა მოსთხოვს და მერე – ევროპელებს".
"ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსთვის ევროკავშირი, დაჩქარებული წესით გაწევრიანება, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი ევროპასთან ერთად, "ქართულ ოცნებას" აინტერესებს ევროპაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტები. კი ბატონო, გააგრძელონ. ჩვენ გვაინტერესებს, რომ სიღარიბე არის ქვეყანაში, არის მაღალი ფასები, ეკონომიკა არის ჩამოშლილი, "ქართულ ოცნებას" აინტერესებს ვის შეხვდა ადეიშვილი. გააგრძელეთ, რა პრობლემაა. ვიდრე ევროპელმაღალჩინოსნებს მოსთხოვს ირაკლი კობახიძე პასუხს, მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს. აქ მაქვს ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის განცხადება. მართალია, ირაკლი კობახიძე არ იქნებოდა მაშინ „ქართულ ოცნებაში", მაგრამ აგერ ივანიშვილი ამბობს, ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ძალიან კარგი მაღალჩინოსანი იქნებოდაო. ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს პასუხი და მერე – ევროპელებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი.


