სააკაშვილი: „რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში"
11/03/2024 08:55:55 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში".
როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, "ასევე მთელი რიგი პროვოკაციების მოწყობა იგეგმება".
“მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას“,- განაცხადა სააკაშვილმა.


