Accentnews.ge
ზურაბ აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

ზურაბ აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

11/03/2024 09:31:42 პოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ თანამდებობის დატოვება თავისი ინიციატივა იყო და წინადადებით ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე თვის წინ მიმართა.

„მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო- 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მას მე წლებია ვიცნობ, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია დაინიშნა. მას რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. იგი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლის ბოლოდან იყო. იგი "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S