Accentnews.ge
ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ პარტია სახელწოდებით "ახალი" შექმნეს

ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ პარტია სახელწოდებით "ახალი" შექმნეს

11/03/2024 11:13:57 პოლიტიკა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პარტია სახელწოდებით "ახალი" შექმნეს. პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო "შერატონში" გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

პარტიის საარჩევნო ნომერი 4, ფერი კი მწვანე და ნარინჯისფერი იქნება.

გვარამის თქმით, მწვანე სიახლის აღმნიშვნელია, ნარინჯისფერი კი – ენერგიის, წინსვლისა და იმედის.

რა თქვა ნიკა გვარამიამ

"ჩვენი პარტია არის "ახალი". ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურობას, ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად მივაღწევთ აუცილებლად", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან თქვა, რომ მომხრეა დიდი გაერთიანებების და სხვებსაც სთავაზობს არა შემოერთებას, არამედ გაერთიანებას:

"ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენ ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე".

რა თქვა ნიკა მელიამ

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, აერთიანებთ მომავალი".

"მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება.

[...] რთულ იყო ეს გზა, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი გუნდი გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი სარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა და რითი ვიხელმძღვანელეთ? პირველ რიგში - ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე. მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ეს ერთობა დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეიტანს ყველა ოჯახში, ყველა ქალაქში და ყველა დაბაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელთ. საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ.

მე წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს. იმ თანამებრძოლებს, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ რომ მნიშვნელოვანი არის მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად, არა ფული, არამედ პირველ რიგში ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ გამოსავალი სწორი ღირებულები ერთობაშია გამოსავალი. მე დარწმუნებული ვარ, დაკვეთას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ამ დაკვეთას ჩვენ ვპასუხობთ დღეს.

ცოტა ხანში გვექნება სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა და იქ გამოჩნდეს კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამენი ადამიანია მზად, იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. მე დარწმუნებული ვარ, ნომერ 4-ს შემოხაზავს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას", – განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S