Accentnews.ge
რა ვიცით მერკვილაძის შესახებ, რომელიც რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას უხელმძღვანელებს

რა ვიცით მერკვილაძის შესახებ, რომელიც რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას უხელმძღვანელებს

11/03/2024 14:48:58 პოლიტიკა

რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა.

მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მედია წერდა, რომ 2021 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა.

ამასთან, მას უკავშირდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა. კერძოდ, სახელდება Poti Trasterminal-ის თანადამფუძნებელად; კომპანია „კანიონი 350-ის“ თანამესაკუთრედ (35%). ამ კომპანიას მარტვილის სოფელ ბალდაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია რუსეთის ესტრადის მომღერალია, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააჯილდოვა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მან თქვა, რომ მერკვილაძე გამოცდილი კადრია და გამოთქვა რწმენა, რომ ის უფლება-მოვალეობებს წარმატებით შეასრულებს.

„ბატონი მერკვილაძე ძალიან გამოცდილი ადამიანია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის შეასრულებს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც აკისრია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მერკვილაძემ აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელმაც თავის მხრივ ზურაბ აბაშიძე შეცვალა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეცწარმომადგენლის თანამდებობაზე. თავად აბაშიძე პრემიერ–მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S