Accentnews.ge
არახამია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სამ პირობას ასახელებს

არახამია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სამ პირობას ასახელებს

12/03/2024 05:53:24 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სამ პირობას ასახელებს.

"საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ "ურთიერთობების ნორმალიზების" მოტივით.

თუ მართლა ვისაუბრებთ "ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:

  1. გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
  2. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს.
  3. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.

ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება", - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში..

ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობა: "აუცილებელია, კიევმა თბილისს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S