Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი: ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს და  ნებისმიერ სხვა დამნაშავეს

პრემიერ–მინისტრი: ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს და ნებისმიერ სხვა დამნაშავეს

12/03/2024 06:56:28 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ევროპისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება.

"პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურს პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, ეს არ არის მარტივი დანაშაულები, საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან, ეს არ არის უბრალოდ დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული. მითუმეტეს, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც ეჭვმიტანილია უმძიმეს დანაშაულებში ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე, ასეთი ადამიანები თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სერიოზული კითხვები ჩნდება", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მთავრობას მიმართული აქვს თუ არა შესაბამისი უწყებისთვის დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, კობახიძე პასუხობს, რომ მიმართვები პროკურატურას აქვს წარდგენილი.

„მე ვერავის მივმართავ, მაგრამ როგორც ვიცი, პროკურატურას აქვს შესაბამისი მიმართვები წარდგენილი. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკომისიის გენერალურ დირექტორატში ადეიშვილთან აუდიენციაზე: "ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".

გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S