თეონა აქუბარდია: ადეიშვილის საკითხი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის გამოყენებული
12/03/2024 09:23:52 პოლიტიკა
დამოუკიდებელმა დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნეევს, რომ "ზურაბ ადეიშვილის საკითხი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის გამოყენებული".
„რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც უნგრეთმა 2013 წელს თავშესაფარი მისცა ზურაბ ადეიშვილს? რატომ არ დაიბარეს უნგრეთის ელჩი? მაინტერესებს, როდესაც თავდასხმები ხდება გერმანიასა და ევროკავშირზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ისეთი სასამართლოს არსებობას, როგორიც არის ევროკავშირის მხრიდან მოწოდებული და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ამ ყველაფრის გარეშე, თავდასხმები არის კიდევ ერთი მცდელობა, წარმოაჩინონ არა რუსეთი, რომელიც რეალური მტერია, არამედ ევროკავშირი და დასავლეთი. ეს კიდევ ერთი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის სამწუხაროდ გამოყენებული და არა ის, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიანად ითხოვს ზურაბ ადეიშვილის გადმოცემას", - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი.


